სხვა

22:51 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც შოთა მიშველიძე ჩემპიონი გახდა.

მან ატაცში 129, 133 და 136 კგ დააფიქსირა, რითაც კონკრეტულ დისციპლინაში ოქრო მოიპოვა, ხოლო აკვრაში 154 კგ ვერ ასწია, მაგრამ 155 და 162 კგ დააფიქსირა, შედეგად, ამ დისციპლინაში ვერცხლს დაეუფლა. შედეგად, მან ორჭიდში 298 კგ დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მიშველიძემ სერჯო მასიდას 6 კგ-ით აჯობა, რომელიც თავის მხრივ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ბულგარელმა ივან დიმოვმა.

სხვათა შორის, ბრინჯაომდე 2 კგ დააკლდა გოდერძი ბერდელიძეს, რომელმაც აკვრაში ორი ცდა გააცუდა და მხოლოდ 122 კგ დააფიქსირა, ხოლო ატაცში 147 და 153 კგ-ს გაუმკლავდა, შედეგად ორჭიდში 275 კგ დააგროვა და გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა რამინ შამილიშვილმა. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, კიდევ 9 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

0.123386