კალათბურთი

17:56 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 12 ქულა და "მურსიას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ „სარაგოსა“ 79:74 დაამარცხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ანდრონიკაშვილს არ უთამაშია. რაც შეეხება მაკფადენს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 21:30 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 11 მოგებით და 16 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 აპრილს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116453