კალათბურთი

17:23 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესას ლიდერთან

ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბასკონიას“ უმასპინძლა, რომელიც გათამაშების ლიდერია.

კანარიელებმა ლიდერს არაფერი დაუთმეს, საბოლოოდ კი დაძაბულ ბრძოლაში 83:81 აჯობეს. მატჩის MVP კი ქართველი ცენტრი იყო, რომელმაც შედეგიანად ითამაშა.

შერმადინმა 24:31 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

„ლენოვო ტენერიფე“ 19 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ბრეოგანთან" გამართავს.

0.117668