ფეხბურთი

23:50 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "სან სიროზე" მომხდარზე "მილანის" ფანების გარდა, ყველანი ვთანხმდებით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ვერონასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა კარგად ითამაშა, უბრალოდ გოლის გატანა დააკლდათ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ვიქტორ ოსიმენი „მილანის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

„გოლის გატანა დაგვაკლდა, რადგან მთლიანობაში კარგი თამაში იყო. ბურთის ფლობა, რომელიც განუწყვეტლივ გვქონდა, უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო. „ვერონა“ ძალიან უკნიდან გვეთამაშებოდა და გოლის გასატანად ალბათ, სხვა გზები უნდა მოგვენახა. „მილანთან“ მატჩში დაგვჭირდება ჩვენი ხარისხი, სწორი ტაქტიკური დამოკიდებულება და გულშემატკივრების ისეთი ბიძგი, როგორიც დღეს იყო.

პუბლიკა ჩვენთვის ფუნდამენტური, რადგან ტიფოზები ახერხებენ მოგვცენ გადამწყვეტი ბიძგი წარმატების ერთად მისაღწევად. პრეზიდენტმა მიხედა ამ საკითხს და მისი დამსახურებაა, რომ ტრიბუნებზე ძველი ატმოსფერო დაბრუნდა. ზოგადად, ქალაქსა და გუნდს შორის დიდი სიყვარულია. სკუდეტოს თუ მოვიგებთ, ქალაქის კედლებზე სამუდამოდ დავრჩებით.

ოსიმენი „მილანთან“ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება. ვიქტორს გუნდისთვის მოაქვს ენთუზიაზმისა და მუხტის ტალღა, რადგან ფანების ფავორიტი მოთამაშეა. მას სხვებისგან გამორჩეული აღნაგობა და ფიზიკა აქვს, რის ხარჯზეც ახერხებს ნებისმიერი ბურთის დაუფლებას და შენარჩუნებას, გარდა ამისა, შეტევების კარგად დასრულება შეუძლია. ვიქტორს სჭირდებოდა თავდაჯერებულობის დაბრუნება, ამ 25 წუთში აჩვენა, რომ სხვებზე დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო დროს გოლის გატანა გვიჭირს? ეს არ მაწუხებს, რადგან ეს არის ის, რაც შეიძლება ერთ მომენტში შეიცვალოს. ჩემი ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე, მათ გოლების გატანა შეუძლიათ და ამაზე არ ვნერვიულობ.

შიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს „მილანთან“ საპასუხო მატჩში? „სან სიროზე“ გამართულ შეხვედრაში რაც მოხდა, "მილანის" გულშემატკივრების გარდა, ყველანი ვთანხმდებით. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო არ გვეყოლება ორი ფუნდამენტური მოთამაშე, როგორებიც კიმი და ანგისა არიან. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 75 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 14 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „იუვენტუსს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „მილანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111892