ფეხბურთი

22:25 | 15.04.2023 | ნანახია 1622 - ჯერ

ჰოლანდმა სალაჰის რეკორდი გაიმეორა

ინგლისური პრემიერლიგის 31-ე ტურში, შაბათის სათამაშო დღეს შვიდი მატჩი გაიმართა. აქედან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს. „ტოტენჰემმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 95-ე წუთზე დამარცხდა (2:3). გადამწყვეტი გოლი შცვლაზე შესულმა ბურკინაფასოელმა დანგო უატარამ გაიტანა. 53-ქულიანი „დეზები“ მეხუთე ადგილზე დგანან, „ბორმუთმა“ კი 33 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეთოთხმეტეა.

„ჩელსიმ“ ასევე შინ „ბრაიტონთან“ წააგო (1:2), „ევერტონმა“ - „ფულემთან“ (1:3), „საუთჰემპტონმა“ კი „კრისტალ პალასთან“ (0:2).

39-ქულიანი „ჩელსი“ ისევ მე-11 საფეხურზე დარჩა. „არისტოკრატებმა“ ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაოსნობით სამიდან სამივე თამაში წააგეს, ორი პრემიერლიგაში და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე.

დღის ადრეულ შეხვედრაში „ასტონ ვილამ“ შინ 3:0 დაამარცხა „ნიუკასლი.“ უნაი ემერის შგირდებმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. ეს 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

დუბლი მიითვალა ოლი უოტკინსმა. „კაჭკაჭები“ 56 ქულით ამჟამად მესამე ადგილზე დგანან. „ასტონ ვილა“ კი, დღევანდელი წარმატების შემდეგ, 50 ქულით მეექვსე საფეხურზეა.

„ვულვზმა“ „ბრენტფორდს“ სძლია (2:0). დღის გვიან მატჩში კი „მანჩესტერ სიტიმ“ აუტსაიდერ „ლესტერს“ 3:1 მოუგო. ერლინგ ჰოლანდმა მორიგი დუბლი მიითვალა. ნორვეგიელმა 31-ე და 32-ე გოლები გაიტანა მიმდინარე პრემიერლიგაში. შედეგად, ამ მაჩვენებლით მო სალაჰის რეკორდი (2017/18) გაიმეორა. თუმცა, წინ კიდევ შვიდი ტურია.

„სიტიმ“ 70 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 3 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „არსენალს.“


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:04 | 16.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43215)

რომ დასჭირდეთ ჩემპიონობისთვის მაგალითად ზედიზედ 15 თამაშის მოგება ყველას მოიგებენ, ესეთ მონსტრთან წარმოუდგენლათ რთულია ჭიდილი

13:01 | 16.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43215)

გვარდიოლა იმენა ესეთი გრძელვადიანი ჩემპიონატების პროფესორია, შუაზე უნდა გაიხიო, საკუთარ თავს უნდა გადაახტე რომ მას აჯობო, ან თვითონ უნდა ჩააგდოს ის კონკრეტული სეზონი, თორემ ისე საშველი არაა

12:59 | 16.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43215)

რაც შეეხება საჩემპიონო რბოლას, ესეთ სიტის რომ აჯობო, ფაქტიურათ გმირობის ტოლფასია, კალენდარიც უფრო ადვილი აქვთ, არსენალი სახში და ჩელსი სახში, არსენალს ჩელსი სახში, ნიუკასლი და სიტი გასვლა

07:35 | 16.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43215)

ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატია

07:28 | 16.04.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43215)

40 გოლზეც შეუძლია ასვლა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151347
სარეკლამო ადგილი - 99
X x X