ფეხბურთი

21:26 | 15.04.2023 | ნანახია 283 - ჯერ

„ატლეტიკმა“ უილიამსის დუბლით მოიგო

დღეს, 15 აპრილს, ბილბაოში, „სან მამესის“ სტადიონზე ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში ადგილობრივი „ატლეტიკი" „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა: ინიაკი უილიამსი კუთხურის კვალად ყველაზე მაღლა ახტა და გაიტანა.

70-ე წუთზე კი მანვე რაულ გარსიას გადაცემა გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

„ატლეტიკმა“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. „რეალ სოსიედადი" 51 ქულით მეოთხე საფეხურზე დგას.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.125299