ფეხბურთი

20:18 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ შინ წააგო „ბრაიტონთან“

ლონდონის „ჩელსიმ" „ბრაიტონთან" შინ 1:2 წააგო. მატჩის მე-13 წუთზე კონორ გალახერმა მიხაილო მუდრიკის პასით გაიტანა. უკრაინელისთვის ეს მეორე საგოლე გადაცემა გახლდათ.

ბალანსი 42-ე წუთზე სტუმრთა ფორვარდმა, დენი უელბეკმა აღადგინა, რომელიც მოედანზე მანამდე სამი წუთით ადრე გამოჩნდა, მან ევან ფერგიუსონი შეცვალა.

გამარჯვების გოლი კი, „თოლიების“ ახალგაზრდა პარაგვაელმა თავდამსხმელმა, ხულიო ენკისომ გაიტანა. შემტევმა კეპა არისაბალაგას კარში 69-ე წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმით შეაგდო „ცხრიანში.“

ამგვარად, „ბრაიტონმა“ 49 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის ცხრილის მეშვიდე საფეხურზე დგას. 39 ქულიანი „ჩელსი“ კი მე-11 ადგილზეა.

0.139366