„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნეაპოლელები დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონობას იმსახურებენ.
„ორი გუნდი გვყავს და არა - ერთი. ისეთი მაესტრო, როგორიც სპალეტია, სრული გარანტიაა. „მილანთან“ ნამდვილად შესანიშნავი მატჩი იქნება. ნეაპოლი განიცდის რენესანსს, აქ ბევრი უცხოელი ჩამოდის, გარდა ამისა, იტალიელი ტურისტებიც გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან.
სკუდეტო? ნეაპოლელები ამას იმსახურებენ, ისინი ჩემპიონობას 33 წელი ელოდებოდნენ. მარადონას ეპოქა? ისტორიაში ყოველი მომენტი განსხვავებულია, დღეს ფეხბურთი სხვანაირია. ვამაყობთ, რომ შევქმენით გუნდი, რომელიც ღირსებით თამაშობს და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გამოიწვევს განსხვავებას“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ 2004 წლიდან ფლობს და კლუბმა მის ერაში 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოიგო.