ფეხბურთი

12:19 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმის მეუღლე განქორწინებით ვერაფერს მიიღებს: ფეხბურთელის ქონება დედის სახელზეა გაფორმებული

„პარი სენ ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმისთან მეუღლემ ჰიბა აბუკმა განქორწინება და მისთვის ქონების ნახევრის წართმევა მოინდომა, მაგრამ გეგმა არასრულფასოვნად შეასრულა.

როგორც გაირკვა, ჰაკიმის სახელზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული. ყველაფერი დედამისის სახელზეა გაფორმებული, შესაბამისად, ჰიბაც ვერაფერს მიიღებს. ახლა მსახიობის ადვოკატები იმაზე მუშაობენ, რომ ორ შვილს, რომლებიც წყვილს ჰყავთ, ჰაკიმიმ შესაბამისი ალიმენტი გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გოგონას ძალადობაში დაადანაშაულეს, რის შედეგადაც მისმა მეუღლემ მასთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.

0.113732