„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზაფხულში ჯუდ ბელინგემის შესაძლოა ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ზოგჯერ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმაზე იყვნენ კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
„არ შეგვიძლია ზაფხულში 6 ფეხბურთელი ვიყიდოთ და ყველა 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად. ჩვენ ბავშვები არ ვართ! 5 წლის ბავშვს თუ ჰკითხავთ, რა უნდა საშობაო საჩუქრად და ის გიპასუხებთ, რომ ფერარი სურს, თქვენ იტყვით: არა, ეს კარგი იდეა არ არის. უპასუხებთ, რომ ძალიან ძვირი ღირს და მისი მართვაც არ შეუძლია. შესაბამისად, მხოლოდ იმაზე აკეთებ კონცენტრაციას, რისი გაკეთებაც შეგიძლია და ამაზე მუშაობ.
რაც გვჭირდება და რაც გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერს ვცდილობთ, რომ მივიღოთ, მაგრამ არის მომენტები, როცა უნდა აღიარო, რომ რაღაც შეუძლებელია”, - თქვა კლოპმა.