ირანის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ „მეს კერმანი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი დუბლი შეასრულა.
გიორგიმ ორივე გოლი პენალტით გაიტანა. მან ანგარიში 26-ე წუთზე 2:0 გახადა, ხოლო 85-ე წუთზე ზუსტად მეორე თერთმეტმეტრიანი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
31 წლის გველესიანს ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.
„პერსეპოლისი“ 26 ტურის შემდეგ 54 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „ესტეგლალს“ უმასპინძლებს.