მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ საკითხზე თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გაღიზიანება არ სურს.
„მაქვს ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, ფეხბურთში ეს როგორ მუშაობს: თუ რამეს ვიტყვი და იტალიაში გავრცელდება, ჩემი კოლეგა (სპალეტი - რედ) იტყვის: „თომას, პირს რატომ არ ხურავ?“ ამიტომ სხვა კლუბების ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანული მედია ვიქტორ ოსიმენს ბოლო პერიოდში „ბაიერნს“ აქტიურად უკავშირებს. ამბობენ, რომ გერმანელები „ნაპოლის“ ნიგერიელში 100 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობენ.