საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
სარეაბილიტაციო პერიოდო სავარაუდოდ 8 კვირა გასტანს, ამ პერიოდში კი სეზონიც დასრულდება.
„დავითმა სცადა იმ პრობლემასთან შებრძოლება, რაც ბოლო მატჩებში ჰქონდა, მაგრამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ოპერაცია ახლა საუკეთესოა, შემდეგ დაისვენებს, რათა სრულად გამოჯანმრთელდეს. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა მისთვის და გუნდისთვის, მაგრამ სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ კარგად თამაში“, - თქვა დანიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა.
კომენტარი გააკეთა ქართველმა ფეხბურთელმაც“ „ვწუხვარ, რომ უახლოეს მატჩებში გუნდს ვერ დავეხმარები, მაგრამ მოედნის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. ვიცი, რომ ჩემს გარეშეც ძლიერი გუნდი იქნება“.
მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, ის მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა გუნდში გამოიძახა, თუმცა, შემდეგ ტრავმის მიზეზით სიიდან ამოიღეს და თქვეს, რომ საოპერაციო იყო. მაგრამ, მას მერე ქართველმა ფეხბურთელმა „კოპენჰაგენში“ 2-ჯერ ითამაშა. მართალია, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ მაინც ხოჭოლავას ოპერაცია ჩაუტარდა.