„ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს გამოისყიდის. ინფორმაცია ფრანგული მედია L’Equipe-ს ჟურნალისტის, ვინსენ რომანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ის ტვიტერში წერს, ჟირონდელებმა ზურიკოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა გადაწყვიტეს, იმის მიუხედავად გადავლენ თუ არა, ლიგა 1-ში. როგორც ფრანგი ჟურნალისტი იტყობინება, იჯარის დროს დავითაშვილის გამოსასყიდი თანხა 1.2 მილიონ ევროდ განისაზღვრა, რომელიც არ არის ავტომატური, მაგრამ მისი თამაშით კმაყოფილი არიან და ფეხბურთელს „დინამო ბათუმიდან“ გამოისყიდიან.
ამრიგად, დიდი შანსია, რომ ზურიკო დავითაშვილმა სეზონის ბოლომდე „ბორდოსთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს.
მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ბორდო“ ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის და ამჟამად ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა. ჟირონდელები 15 აპრილს, უშუალო კონკურენტს, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ დაუპირისპირდებიან.