რაგბი

17:45 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | ცვლილებები სამატჩო რაზმში

‘შავი ლომის’ შემადგენლობაში, რომელიც დღეს, ჩვენი დროით 22 საათზე ჩილეს ‘სელკნამთან’ ამხანაგურ მატჩს გამართავს ცვლილებებია.

ბოლო ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა და ფრთა სანდრო თოდუამ. მწვრთნელებმა არ გარისკეს და სასტარტო შემადგენლობაში მარქაფიდან ორი მორაგბე დაწინაურდა – მათიაშვილის ნაცვლად ლაშა ხმალაძე და თოდუას ნაცვლას ოთარ ლაშხი.

შესაბამისად, ორი ახალი მორაგბე გამოჩნდა მარქაფაში – თორნიკე კახოიძე და გიგა ჯულუხაძე.

სამხრეთ ამერიკული ტურნე 14 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა. 22:00 (საქ. დრო) შავი ლომი (საქართველო) – სელკნამი (ჩილე) შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. თორნიკე კახოიძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. გიგა ჯულუხაძე.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114764