ფეხბურთი

17:16 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი "ნაპოლისთან" მატჩის წინ 10 ფეხბურთელის დასვენებას გეგმავს

„მილანი“ მთელ კონცენტრაციას „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩზე ახდენს, რის გამოც 15 აპრილს, „ბოლონიასთან“ საგარეო შეხვედრაში სტეფანო პიოლი როტაციას აპირებს.

იტალიური მედიის ცნობით, „როსონერის“ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში „ნაპოლისთან“ მატჩთან შედარებით 10 ცვლილებას აპირებს. მხოლოდ მეკარე მაიკ მენიო იქნება ისეთი, ვინც ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.

დანარჩენი, მინდვრის 10-ვე ფეხბურთელს პიოლი შეცვლის და სასტარტო შემადგენლობის წევრებს დასვენების საშუალებას მისცემს. ეს მიუხედავად იმისა, რომ „როსონერის“ ქულები სერია A-შიც ჰაერივით სჭირდება.

როგორც ჩანს, მილანელებმა აქცენტის სრულად გაკეთება ჩემპიონთა ლიგაზე გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს გაიმართება.

0.116071