ავსტრალიის A ლიგის 24-ე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ ბაჩანა არაბულის „მაკარტური“ 2:1 დაამარცხა, სტუმართა შორის ერთადერთი გოლი კი არაბულის ანგარიშზეა.
ბაჩანა მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, ხოლო მსაჯის მიერ მეორე კომპენსირებულ წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მისმა გუნდმა 3 წუთში მეორე გაუშვა და დამარცხდა.
მიქელთაძემ ამ შეხვედრაში 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო არაბულის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
„მაკარტური“ 26 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლ ჯეტსი“ 29 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.