ჭიდაობა

13:21 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჭიდაობაში 17-23 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10-10 მოჭიდავით იქნება წარმოდგენილი.

ორივე ნაკრების მწვრთნელებმა, გიორგი იანტბელიძემ და ვლადიმერ გეგეშიძემ შემადგენლობები დაასახელეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე:

  • 57 კგ - რობერტ დინგაშვილი
  • 61 კგ - შოთა ფარტენაძე
  • 65 კგ - ედემი ბოლქვაძე
  • 70 კგ - გიორგი ელბაქიძე
  • 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
  • 79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
  • 86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი
  • 92 კგ - მირიან მაისურაძე
  • 97 კგ - გივი მაჭარაშვილი
  • 130 კგ - გენო პეტრიაშვილი


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე

  • 55 კგ - ნუგზარ წურწუმია
  • 60 კგ - ფრიდონ აბულაძე
  • 63 კგ - ლერი აბულაძე
  • 67 კგ - ჯონი ხეცურიანი
  • 72 კგ - რამაზ ზოიძე
  • 77 კგ - იური ლომაძე
  • 82 კგ - გელა ბოლქვაძე
  • 87 კგ - ლაშა გობაძე
  • 97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
  • 130 კგ - იაკობ ქაჯაია


შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფლებმა 6 მედალი მოიპოვეს, ხოლო კლასიკოსებმა - 5. ორივე ნაკრები ევროპირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ, ხოლო შემდეგ ასპარეზი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

0.107064