ფეხბურთი

10:59 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სალერნიტანას" მცველი: "კვარაცხელია ტელევიზორიდანაც საშიშია"

„სალერნიტანას“ განაპირა მცველმა პასკუალე მაძოკიმ განაცხადა, რომ სერია A-ში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი რაფაელ ლეაუა, მაგრამ ასევე გამოარჩია ხვიჩა კვარაცხელია.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი შემტევი ტელევიზორიდანაც აშინებს:

„სერია A-ში ყველაზე ძლიერი ლეაუა, მისნაირი ფეხბურთელი გაიძულებს 80 წუთის განმავლობაში ყურადღებით იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის შეცვლა. შემდეგ ვიტყოდი კვარაცხელიას, მის წინააღმდეგ ჯერ არ მითამაშია, მაგრამ ტელევიზორიდანაც ნამდვილად საშიშია“, - თქვა მაძოკიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია, მეორე წრეში კი „ნაპოლი“ სალერნოულ გუნდს ჯერ არ შეხვედრია.

0.11624