ევროპა ლიგის პარალელურად მეოთხედფინალური მატჩები კონფერენს ლიგაზეც გაიმართა, სადაც ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხიც“ თამაშობს.
პოლონურმა გუნდმა შინ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ 1:4 წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. კვეკვესკირი მოედანზე 75-ე წუთამდე იყო, ხოლო წიტაიშვილი დიდი ხანია მეორე გუნდშია, მას პირველ გუნდში აღარ ენდობიან.
სხვა მატჩებს რაც შეეხება, „ანდერლეხტმა“ „ალკმაარი“ 2:0 დაამარცხა და ახლოსაა ნახევარფინალთან. ფრედ (1:1) დასრულდა „გენტისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩი. გამარჯვებული არ ჰყოლია „ბაზელისა“ და „ნიცას“ დაპირისპირებასაც (2:2).