ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბირთვის კვრაში, ამერიკელ რაიან კროუზერს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდი გაუუქმდა. ამის მიზეზი ტექნიკური უწესივრობა გახდა, რომლითაც რეკორდი (23.38 მეტრი) დაფიქსირდა. ეს ბოლო 15 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მას რეკორდი არ დაუფიქსირდა.
30 წლის ამერიკელმა დახურულ არენაზე, ბირთვი მსოფლიო რეკორდზე, რომელიც 2021 წელს, ღია არენაზე დაამყარა, ერთი სანტიმეტრით შორს გასტყორცნა. მაგრამ აშშ-ის მძლეოსნობის ფედერაციის მოხსენებაზე დაყრდნობით, ვორლდ ათლეტიკსმა (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) ეს მიღწევა გაუუქმა.
საქმე შემდეგშია: კროუზერის მიერ გამოყენებული ბირთვის დიამეტრი, დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა. და სწორედ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გაზომვისას ცდომილების მიზეზი.
კროუზერი რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. მასვე ასევე დახურული არენებისთვის მსოფლიო რეკორდი (22.82 მეტრი) ეკუთვნის. მან ოლიმპიური ოქროს მედლები რიოს და ტოკიოს ოლიმპიადებზე მოიპოვა. იმავე მიზეზით მას რეკორდი 2022 წლის იანვარშიც გაუუქმდა.