ფეხბურთი

20:50 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსი მწვრთნელი: "კვარაცხელიას თამაში უკვე შეისწავლეს, მაგრამ მას დახმარებაც სჭირდება"

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გლადილინმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს და მისი თამაშის მანერა ამოიცნეს.

„ის უკვე შეისწავლეს. მარცხნიდან მისი ფინტები და მარჯვნივ შეწევა უკვე ყველასთვის გასაგები გახდა. ის იყო ამოუცნობი ფეხბურთელი, მაგრამ ახლა არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს ვეღარ იგებს. მას დახმარებაც სჭირდება, მისთვის რთულია ამ ყველაფრის მარტო გაკეთება“, - თქვა გლადილინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

0.128151