ფეხბურთი

19:40 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია "ალ-ნასრიდან" გაათავისუფლეს

„ალ-ნასრიდან“ რუდი გარსია დაითხოვეს. ინფორმაცია საუდის არაბეთის კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგი სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი არადამაკმაყოფილებელ შედეგებთან ერთად ფეხბურთელებთან კონფლიქტიც გახდა. მხარეებს შორის კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი, ვინც გარსიას გათავისუფლებაში მონაწილეობდა, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მასთან მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამას ემატება ის ფაქტი, რომ „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ადგილზეა და ლიდერობას ჯერ ვერ ახერხებს.

ამავდროულად აქტიურად წერენ ჟოზე მოურინიოს კანდიდატურაზე. საუდელები მზად არიან პორტუგალიელს ორ წელიწადში 100 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.

0.115704