ფეხბურთი

10:44 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანი „ბაიერნის“ „სიტისთან“ მარცხზე

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა თავმჯდომარე, ოლივერ კანი, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ გუნდის დამარცხებას (0:3) გამოეხმაურა.

„ცხადია, ყველა იმედგაცრუებული ვართ. თამაში სხვაგვარად წარმოგვედგინა. მაგრამ ასეთი გუნდის წინააღმდეგ არაფრის დაშვება არ შეიძლება. უშეცდომოდ თამაშია საჭირო. მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ, უმოწყალოდ დაგსაჯონ.

ახლა აზრი არ აქვს ჩივილს და ყველაფერის უარყოფითი კუთხით ხედვას. გერმანიის ჩემპიონობის დიდი შანსი გაგვაჩნია. ასე რომ, გაგიჟების უფლება არ გვაქვს.

„სიტის" წინააღმდეგ „დაბრუნება“ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მე ბევრჯერ განვიცადე წარმოუდგენელი ამბები ფეხბურთში. საპასუხო მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არასოდეს ვნებდებით.“ - ციტირებს კანის სიტყვებს Eurosport.

„ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო მატჩი 19 აპრილს გაიმართება მიუნხენში.

0.135824