„მილანის“ მთავარმა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რიცხობრივი უპირატესობის ვერგამოყენება დასანანი იყო.
„უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობ, დიდებული თამაში იქნება, მაღალი დონის, როგორც დღეს. ორივე გუნდის მხრიდან ბევრი ტექნიკური შეცდომა იყო. „ნაპოლიმ“ უკეთ დაიწყო, ბურთს ცუდად ვფლობდით, ისინი აგრესიულები იყვნენ, მაგრამ შემდეგ კარგად ვითამაშეთ.
ვწუხვართ, რომ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა. ბენასერი დაღლილი იყო და ამიტომ შევცვალე. ყველამ კარგად ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის თამაში ჩავატარეთ. ახლა ნეაპოლში თავდაჯერებული და კონცენტრირებული წავალთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩი 18 აპრილს გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდი „როსონერისთან“ ბოლო 10 დღეში მეორედ დამარცხდა, თანაც ისე, რომ გოლი ვერ გაუტანა.