ფეხბურთი

2:20 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "შანსი თანაბარია, ოსიმენი საპასუხო მატჩში იქნება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მას მისი გუნდის თამაში მოეწონა, მაგრამ არ მოეწონა მსაჯობა. თქვა, რომ ყვითელი ბარათები გაუგებრად დაარიგა.

სპალეტიმ ასევე განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი საპასუხო მატჩში 100%-ით იქნება, რაც ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა.

„სწორი დამოკიდებულება დავინახე, ბიჭები უნდა შევაქო. ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ამ საღამოს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ხარისხი და შეგიძლია თამაშში დარჩენა, რიცხობრივ უმცირესობაში „მილანთან“ თანაბრად თამაში.

ანგისას გაძევება გაზვიადებული, უსამართლო იყო და არ მესმის ბარათების მართვა. კიმის ჟესტი? რატომ არ ვსაუბრობთ ლეაუზე, როდესაც დროშა გატეხა? რას ვეუბნებით ბავშვებს, რომ რაც მოედნის ირგვლივაა, ყველაფრის დამტვრევა შეგვიძლია? ეს აშკარა ყვითელი ბარათი იყო. ჟელინსკის თუ ყვითელი ბარათი ეკუთვნოდა, კრუნიჩს რატომ არ უჩვენა? მაგრამ მსაჯებზე საუბარი არ მინდა, ყველამ ყველაფერი დაინახა.

რა თქმა უნდა, ანგისას და კიმის არყოფნა იწონის მეორე მატჩში, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან ძლიერი გუნდი მყავს, კარგი ბიჭები არიან, ხანდახან ცოტა გულუბრყვილოები, მაგრამ უზარმაზარო ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ.

ექვს დღეში ჩვენს სტადიონზე ვითამაშებთ და იმედია, არ იქნება ისეთი სიურრეალისტური ატმოსფერო, როგორც ჩემპიონატის ბოლო მატჩში. გუნდი, რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს იგებს და უბრალოდ არ მესმის, ასეთ დროს გუნდის მძევლად აყვანა, ეს აუხსნელია. ხედავ, რომ ყველა ყველას წინააღმდეგაა, თუ "მარადონა" საპასუხო თამაშზე ჩუმად იქნება, როგორც "მილანთან" ბოლო საშინაო მატჩში იყო, სათადარიგო სკამს დავტოვებ და სახლში წავალ. დღეს დავინახეთ, „სან სირომ“ „მილანს“ რამხელა ბიძგი მისცა.

ეს მატჩი წარსულია და აღარ დაბრუნდება, წინ უნდა ვიყუროთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ. კვალიფიკაცია ღია იყო და ღია რჩება, შანსი თანაბარია, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა, 50-50%-ზე, რადგან მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა და შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება, ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, რადგან ბევრი კარგი რამ დავინახე.

ფორვარდი რომ გვყოლოდა, ალბათ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ელმასმა დიდი სამუშაო გასწია. ოსიმენი მომდევნო მატჩში 100%-ით იქნება. ყოველ შემთხვევაში, იმ გეგმის მიხედვით, რასაც მივყვებით, ასე უნდა იყოს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩი 18 აპრილს გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდი „როსონერისთან“ ბოლო 10 დღეში მეორედ დამარცხდა, თანაც ისე, რომ გოლი ვერ გაუტანა.

0.115929