ჩოგბურთი

23:21 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს თიხნართან შესაგუებლად დრო სჭირდება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თიხნარის სეზონი მონტე კარლოში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ტურნრზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული რუსი ივან გახოვი ორ სეტში, 7-6(5), 6-2 დაამარცხა, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამბობს, რომ თიხნარის სეზონის მთავარი ტურნირის, საფრანგეთის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად, მეტი დრო და თამაში დასჭირდება.

იმის გამო, რომ კოვიდ-19-ზე აცრა არ გაუკეთებია, ჯოკოვიჩს შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ აქვს და შესაბამისად, მან ვერ ითამაშა ვერც ინდიან ველსზე და მაიამის მასტერსზე. მასტერსის სერიის ორივე ტურნირი ჰარდზე ტარდება, მაგრამ მათზე უთამაშებლობით, ჯოკოვიჩს უქმად ყოფნამ მოუწია.

„ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ერთი-ორი კვირა მჭირდება იმისთვის, რომ თიხაზე ისე ვითამაშო, როგორც მინდა. ასეა ამჯერადაც. თიხნარის სეზონისთვის სამი კვირა ვემზადებოდი. სავარჯიშო თამაშის დროს, კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ტურნირზე თამაშობ. დღეს საქმე ქარმაც გამირთულა. მოკლედ, რიტმში შესვლა გამიჭირდა. თან ცაციასთან თამაშმა მომიწია. ეს ყველაფერი იმ ფაქტორს ქმნის, რაც თამაშზე მოქმედებს. მიხარია, რომ ჩამორჩენის ლიკვიდირება შევძელი. ახლა ვიცი, რომ რაც მეტს ვითამაშებ, სულ უფრო გამოვასწორებ ხარისხს“, - ყვება ჯოკოვიჩი.

0.115871