ფეხბურთი

20:59 | 12.04.2023 | ნანახია 2994 - ჯერ

"სიტისთან" მატჩის შემდეგ სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში დაარტყა

მიუნხენის „ბაიერნში“ დაძაბული ვითარებაა. „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:3) შემდეგ სადიო მანემ და ლეროი სანემ იჩხუბეს.

83-ე წუთზე ფეხბურთელებს შორის გაუგებრობა ჯერ კიდევ მოედანზე მოხდა, მაგრამ Bild-ის ინფორმაციით, დაპირისპირება გასახდელში უფრო გამწვავდა.

წყაროს თანახმად, საქმე იქამდეც მივიდა, რომ სენეგალელმა ფეხბურთელმა სანეს სახეში მუშტი დაარტყა. სხვა ფეხბურთელებმა ისინი მალევე გააშველეს, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება - „ბაიერნში“ კრიზისია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენური გრანდი „მანჩესტერ სიტისთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:06 | 13.08.2013
Slovan Bratislava (626)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
კარგი ჩემპი ჩანს

0.063538
2994