ფეხბურთი

19:07 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუსთან კონფლიქტის გამო რუდი გარსიას "ალ-ნასრიდან" დაითხოვენ

„ალ-ნასრიდან“ შესაძლოა უახლოეს მომავალში რუდი გარსია დაითხოვონ. როგორც ესპანური მედია წერს, ფრანგ მწვრთნელს ფეხბურთელებთან კონფლიქტი აქვს.

ერთ-ერთი, ვინც გარსიას გათავისუფლებაში მონაწილეობს, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მასთან მუშაობით უკმაყოფილოა. ამას ემატება ის ფაქტი, რომ „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ადგილზეა და ლიდერობას ჯერ ვერ ახერხებს.

ამავდროულად აქტიურად წერენ ჟოზე მოურინიოს კანდიდატურაზე. საუდელები მზად არიან პორტუგალიელს ორ წელიწადში 100 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.

0.115997