ფეხბურთი

16:21 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მე-8 ტური "ტორპედოს" გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში ქობულეთის „შუქურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა მოიგეს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. იმერლებმა გოლები ორივე ტაიმის მიწურულს შეაგდეს. ანგარიში ცოტნე ნადარაიამ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლი ბუღრიძემ სხვაობა გააორმაგა.

შედეგად, „ტორპედომ“ 2:0 იმარჯვა, 15 ქულა დააგროვა და მართალია, ლიდერთა დუეტს ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე დამაჯერებლადაა. ჩხეტიანის გუნდი პირველი წრის ბოლო ტურში „დინამო ბათუმს“ 21 აპრილს უმასპინძლებს.

„შუქურას“ 8 ტურში მხოლოდ 6 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა, წინ კი „გაგრასთან“ დაპირისპირება ელოდება.

„შუქურა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნადარაია (40), 0:2 ბუღრიძე (90)

0.109101