ფეხბურთი

15:35 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მეკარე: "ლეაუს არ აქვს ის ცეცხლი, რაც კვარაცხელიას, ქართველი მეტ გარანტიას იძლევა"

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მეკარე ჯოვანი გალიმ რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

გალიმ, რომელიც არიგო საკის „მილანის“ მეკარე იყო, ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა. თქვა, რომ ლეაუს უფრო დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ კვარაცხელია უფრო შრომისმოყვარეა, თანაც, ქართველი ფეხბურთის თამაშის შიმშილს განიცდის, რაც პორტუგალიელს არ აქვს.

„ლეაუ და კვარა ფანტასტიკურები არიან, მაგრამ განსხვავებული თვისებები აქვთ. რაფას არ აქვს სტაბილურობა, თუ ის, ისე ითამაშებს, როგორც ნეაპოლში ითამაშა, მსოფლიოში მისი დონის მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იქნება. განუზომელი ნიჭი აქვს, მაგრამ აკლია შიმშილი და შინაგანი ცეცხლი, რაც ხვიჩას აქვს. ქართველი ნაკლებად ნიჭიერია, თუმცა უფრო კონკრეტული. რომელს ავიყვანდი გუნდში? ძნელი ასარჩევია, ალბათ კვარას. ის ნაკლებად გამაბრაზებდა, მეტ გარანტიას იძლევა, რადგან დაუღალავად მშრომელია“, - თქვა გალიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.111754