ფეხბურთი

13:11 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "კვარაცხელია ფანტასტიკურად თამაშობს და თავისუფლად აზროვნებს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვარა ფანტასტიკურად თამაშობს, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა „მილანთან“ რაღაც სიახლე უნდა აჩვენოს, თორემ გაუჭირდება.

„მისი სათამაშო სტილი ფანტასტიკურია, თავისუფლად აზროვნებს, მაქსიმუმს აჩვენებს, კრეატიულია, სწრაფია და ძალა აქვს. აკეთებს იმას, რაც თითქმის მის შესაძლებლობებსაც აღემატება. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ „ნაპოლი“ განსაკუთრებულ „ბუშტში“ ცხოვრობს და ყველა ფეხბურთელი საოცრად თამაშობს.

„ნაპოლის“ პრობლემა ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ გუნდთან თამაში უწევს. როცა ამ გუნდს პირველად ეთამაშები, შეიძლება რაღაც შენთვის სიურპრიზი იყოს, ბევრი გუნდის შემთხვევაში სწორედ ამასთან გვქონდა ადგილი, მაგრამ „მილანი“ და „ინტერი“ მათ ძალიან კარგად იცნობენ. ასეთ დროს რაღაც სიახლის შეთავაზებაა საჭირო. ამიტომ საჭიროა მეტოქეს რაღაც ახალი და განსხვავებული შესთავაზო, რაც დღეს ვიხილეთ „მანჩესტერ სიტისა“ და მაგალითად, ერლინგ ჰოლანდისგან. თუ სიახლე ვერ შესთავაზე მეტოქეს, მხოლოდ კვარაცხელიას და ოსიმენის იმედად, მხოლოდ 2-3 გზა გრჩება გოლის გასატანად. გამარჯვებისთვის სხვა იარაღიცაა საჭირო. მაგალითად, „სიტის“ დღეს ჰყავდა როდრი. ვფიქრობ, „ნაპოლის“ მძიმე თამაში ელოდება, არ უნდა დავივიწყოთ, რომ „მილანმა“ ცოტა ხნის წინ 4:0 მოიგო“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06724