ავტოსპორტი

11:56 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმ რეისინგში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატის ბოლო ეტაპი დღეს ჩატარდება

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი ავტოსპორტში დღეს, 12 აპრილს დასრულდება. მეექვსე, დასკვნითი ეტაპი იტალაში, იმოლას ვირტუალრ ავტოდრომზე გაიმართება.

ბოლო ეტაპის დაწყებამდე საერთო ჩათვლაში სანდრო შამანიდი დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონობის მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს, თუმცა რბოლაში გამარჯვებისთვის ერთდროულად რამდენიმე მონაწილე იბრძოლებს.

დაძაბული იქნება ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილებისთვის ბრძოლა, საერთო ჩათვლაში საპრიზო ადგილის მოპოვების შანსს მიშო ცისკარიძე, საბა ჯავახიშვილი, სანდრო თავართქილაძე და ლუკა მახარაშვილი ინარჩუნებენ.

ლაივ სტრიმი ჩემპიონატის ორგანიზატორის, სიმულექს რეისინგის YouTube არხზე 21:30 წუთზე დაიწყება.

სიმ რეისინგში საქართველოს ჩემპიონატი მეოთხე წელია ტარდება. მისი გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობენ.

0.113907