ფეხბურთი

2:29 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შედეგი საოცარია, მაგრამ ვიცი, მიუნხენში თამაში რას ნიშნავს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბაიერნთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შედეგი საოცარია, მაგრამ კარგად იცის, მიუნხენში თამაში რას ნიშნავს.

„ერთმანეთს საუკეთესო გუნდები შეხვდნენ. 55-60 წუთი თანაბარი თამაში იყო. როდრიმ წარმოუდგენელი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით ფლანგებს, სადაც მუსიალა და გნაბრი მუშაობდნენ. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში მეტოქემ უკეთ ითამაშა და საგოლე მომენტებიც შექმნა.

თუმცა, ამის შემდეგ ცოტათი შევიცვალეთ და დარჩენილ დროში უფრო ძლიერად გამოვიყურებოდით. საოცარი შედეგია, მაგრამ ვიცი, მიუნხენში თამაში რას ნიშნავს. რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ, რათა ასე აღარ დავიტანჯოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მიუნხენში 13 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112696