სხვა

23:45 | 11.04.2023 | ნანახია 977 - ჯერ

ტაისონ ფიური შეიძლება ენდი რუისს შეხვდეს

ტაისონ ფიურის პრომოუტერი ბობ არუმი ამბობს, რომ შესაძლოა, WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) მძიმე წონის ტიტულის დასაცავად, ფიური ენდი რუის უმცროსს შეხვდეს. ფიური მძიმე წონის რამდენიმე ტიტულის მფლობელ უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტისმეტად ბევრი მოითხოვა, რის გამოც, შეხვედრა ჩაიშალა.

შესაბამისად, უსიკი იძულებულია, სავალდებულო პრეტენდენტს, ბრიტანელ დანიელ დუბუას შეხვდეს და ამის შემდეგ, ისევ სცადოს ფიურისთან დაპირისპირება. არუმი ამბობს, რომ თუ რუისთან ბრძოლა გაიჩარხა, ის ზაფხულში გაიმართება. თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია.

„ახლა ფიური ოჯახთან ერთად, იტალიაში ისვენებს. როცა ინგლისში დაბრუნდება, ჩვენ დავილაპარაკებთ. ჩვენ საუკეთესო მეტოქეს ვურჩევთ. ბრძოლა ამ ზაფხულს, ბრიტანეთში გაიმართება. შესაძლოა, მეტოქე რუსის უმცროსი იყოს, ან ვინმე მისი სტილის მოკრივე“, - ამბობს არუმი.

33 წლის რუისმა ენტონი ჯოშუასთან ქულებით წააგო და მას შემდეგ, ზედიზედ ორ ბრძოლაში გაიმარჯვა. 2019 წელს, პირველ შეხვედრაში, მან ჯოშუა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტულები ჩამოართვა, თუმცა ექვს თვეში მათი მეორე შეხვედრა წააგო და ყველა სარტყელი უკან დაუბრუნა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:02 | 11.10.2017
sabonis (9584)

მაგარი უაზრობაა რა ბურთები, რო წყვეტს და არა ურთიერთ შეხვედრა, თუმცა ჰოლანდიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

15:05 | 11.10.2017
qaquca84 (20)

დიდი ფეხბურთელი და ძალიან უიღბლო

12:07 | 11.10.2017
temo11 (1791)

ალბათ ერთერთი უიღბლო მოთამაშე, სულ ტრავმები

11:50 | 11.10.2017
lashamax (938)

ისე კი შემრცხვებოდა ჩარჩენილი ჰოლანდიის ფონზე საქართველოს ნაკრები რომ გასულიყო მსოფლიოზე

11:48 | 11.10.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

პკ

11:39 | 11.10.2017
shakooo7 (2507)

ადრე იყო არიენ ადრე, ევრო 2020-ზეც გეთამაშა და მერე წასულიყავი

12:04 | 11.10.2017
iceman (2988)

რა დარწმუნებული ხარ რომ ევრო 2020-ზე მოხვდებიან? ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ 25 წელის და ესეთი სუსტი ნაკრები არასოდეს ყოლია

0.064434
977