ფეხბურთი

19:36 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ტოტი არ არის, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ითამაშებს"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არტურო დი ნაპოლიმ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ხედავს, როგორც ლუჩანო სპალეტის „რომაში“ ფრანჩესკო ტოტი თამაშობდა.

„ოსიმენი და სიმეონე სპალეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია, მაგრამ მშვიდად ვარ იმის გამო, რომ ეს არის გამოცდილი გუნდი, ყველა მოთამაშემ იცის, რა უნდა გააკეთოს. კვარაცხელიას არ აღვიქვამ ცრუ ცხრიანად, როგორც ამას ტოტი „რომაში“ აკეთებდა, რადგან მასში ვერ ვხედავ კარიდან ზურგით თამაშის თვისებებს.

ჩემპიონთა ლიგა სერია A-ში გუნდებს შორის არსებულ დისტანციას აუქმებს, ორივე გუნდს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. „ნაპოლი“ სერია A-ში საოცარია, „მილანს“ უჭირს, მაგრამ ხარისხი აქვს. თანაბარი მატჩი იქნება. მატჩის მთავარი გმირები? „მილანიდან“ ლეაუს ვიტყვი, რადგან სივრცეებში მეტოქისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, მეორე მხრივ, კი ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხელიას“, - თქვა დი ნაპოლიმ.

0.113169