ფეხბურთი

16:26 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ოსიმენი "მილანთან" ვერ ითამაშებს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ჯაკომო რასპადორი „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშებს. იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მოედანზე გავიდეს, ეს ლუჩანო სპალეტის გადასაწყვეტი იქნება. თუმცა, ვიქტორ ოსიმენის თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ნიგერიელმა დღესაც მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი ნიგერიელის თამაში სულაც უკვე გამორიცხა: „ოსიმენი არ არის სათამაშო კონდიციაში, სამწუხაროდ. იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩში ითამაშებს“, - უთხრა მან რამდენიმე გულშემატკივარს, რომლებიც ქუჩაში შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.114378