ლევერკუზენის „ბაიერის“ გარემარბმა, მუსა დიაბიმ, რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო - წერს Footmercato.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ფრანგული პსჟ იჩენს. პარიზელები მალე „ბაიერთან“ მოლაპარაკებას დაიწყებენ.
დიაბის ასევე არაერთი ინგლისური და იტალიური კლუბი აკვირდება, რომელთა სახელები არ სახელდება.
23 წლის დიაბი პსჟ-ის აღზრდილი გახლავთ. პარიზული კლუბი მან 2019 წელს დატოვა. „ბაიერმა“ ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში დიაბიმ ლევერკუზენელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.