ფეხბურთი

14:16 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ზედიზედ ორი მატჩია ჩვენი გულშემატკივრები მესის სახელს სკანდირებენ“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, კატალონიურ კლუბში ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ვხედავ, რომ ხალხი ძალიან აღფრთოვანებულია მესის შესაძლო დაბრუნებით. ზედიზედ ორი მატჩია ისინი მის სახელს სკანდირებენ. ახლა პრიმერას მოგებაზე ვართ გადართული. შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Barca Universal.

35 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა „ბარსელონა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა და პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში მესიმ პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10997