„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ფეხბურთის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტს“ შეუძლია სეზონი სამი ტიტულით დაასრულოს.
„ვაგრძელებთ ლაპარაკს ტიტულისთვის ბრძოლაზე, მაგრამ „სიტის" შეუძლია ტრებლი შეასრულოს, პრემიერლიგაც მოიგოს, ქვეყნის თასიც და ჩემპიონთა ლიგაც. თუ გუნდი ასეთ ფორმას შეინარჩუნებს, მაშინ გვარდიოლა სამ თასზე იფიქრებს.
შესაძლოა, ეს არ იყოს საუკეთესო გუნდი, ვისთანაც ესპანელს უმუშავია, მაგრამ მას მოუწევს ფიქრი, რადგან გლობალური სურათი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Manchester Evening News.
„სიტი" მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში მეორე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ „არსენალს.“
ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „ქალაქლები“ შინ „შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან 22 აპრილს.
დღეს, 11აპრილს კი, „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნს“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვათაშორის, კაცთა პროგრამაში პირველ ხუთ ადგილზე აზიელები გავიდნენ. ნათან ჩენი და ვინსენ ჟუც წვრილთვალება ამერიკელები არიან, ოღონდ აშშ-ში დაიბადნენ.
ნათან ჩენის საერთო ქულები (323.42) მსოფლიო რეკორდია. მსოფლიო რეკორდი დაამყარა მან ძირითად პროგრამაშიც. ორივე მიღწევა იუძურუ ჰანიუს მოუხსნა.