მადრიდის „რეალი" „ლაიფციგის“ ნახევარმცველ დანიელ ოლმოს აკვირდება - გვამცნობს Relevo.
წყაროს ცნობით, „რეალს" 24 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს, რადგან მას ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევენ. ასევე, მადრიდულ კლუბს იზიდავს ოლმოს შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა, რადგან ფეხბურთელს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
თავად ფეხბურთელი უკმაყოფილოა „ლაიფციგის“ შედეგებით და სურს გადავიდეს გუნდში, რომელიც ყოველ სეზონში ტიტულებს იგებს. ოლმოს ესპანეთში დაბრუნება სურს და მადრიდის „რეალი“ ურჩევნია „ბარსელონას“ ან „ატლეტიკოს.“