მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ VAR-ის სისტემა გააკრიტიკა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მას ძალიან ხშირად იყენებენ და არასწორად ფუნქციონირებს.
„სიმართლე უნდა ვთქვა, VAR-ით არ ვარ ძალიან კმაყოფილი, იმის გამო თუ როგორ გამოიყენება. მსაჯები მას ძალიან ხშირად იყენებენ. ის აშკარა შეცდომების გამოსასწორებლად შემოიღეს, მაგრამ ახლა მისი ჩარევა ძალიან ხშირად ხდება, ცოტა მეთოდი უნდა შეიცვალოს. ხელით თამაშთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დიდი გაუგებრობაა.
„რეალი“? ძალიან დატვირთული სეზონია, ბევრი მატჩია. შუაში იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ჩვენი 15 ფეხბურთელი იყო, შემდეგ საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასი, მაროკოში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 30 დეკემბრიდან დღემდე ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. ლა ლიგაში „ბარსელონას“ მსგავსი სტაბილურობა ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ესპანეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ, სეზონი ჯერ კიდევ ღიაა და არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე მოვიგეთ ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი“, - თქვა ანჩელოტიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი სათასო მწვრთნელია რა, ტოპ ხუთივე ჩემპიონატიც აქვს მოგებული, მაგრამ ყველა თითოჯერ,