ფეხბურთი

20:25 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდა, მაგრამ რთულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბაიერნთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან უნდა, მაგრამ ეს რთულია.

„ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ეს უნდა დავიმსახუროთ. ვეცდებით, ხვალ საამისოდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ამას უკვე 6-7 წელია ყოველთვის მეკითხებიან, რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ძლიერი კონკურენტებიც გვყავს. ყოველთვის ვცდილობთ გამარჯვებას, თუმცა ეს ნიშნავს, რომ გავიმარჯვებთ.

სრულყოფილად უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, რომ „ბაიერნთან“ დადებით შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123863