ფეხბურთი

18:44 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ნაპოლიზე" არ ვისაუბრებ, რადგან მათი მწვრთნელი გაბრაზდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნაპოლიზე“ საუბარი არ ისურვა, თუმცა ხუმრობით.

ესპანელმა თქვა, რომ თუ „აძურის“ შესახებ ისაუბრებს, ლუჩანო სპალეტი გაბრაზდება.

„ნაპოლიზე“ ვერ ვისაუბრებ, რადგან თუ ვილაპარაკებ, მაშინ მათი მწვრთნელი ჩემზე გაბრაზდება, ის ძალიან მგრძნობიარეა. როდესაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალში, ფინალში ერთი და იგივე მოთამაშეებით თამაშობ, უფრო ადვილია წარმატება, არსებობს განცდა, რომ იცი, რა უნდა გააკეთო. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ფინალი, მაგრამ მთავარია, როდესაც თამაში იწყება, მაშინ უკეთეს ფორმაში იყო, ეს იწვევს განსხვავებას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გვარდიოლამ „ნაპოლი“ შეაქო, რაც სპალეტის არ მოეწონა. იტალიელმა სპეციალისტმა პეპს უპასუხა, რომ მას იტალიური კლუბის ყურადღების მოდუნება სურს და არ შეიძლება გუნდების შედარება, როცა ერთი 900 მილიონით („მანჩესტერ სიტი“) შენდება, მეორე კი 9 მილიონით („ნაპოლი“).

0.063941