კალათბურთი

11:00 | 10.04.2023 | ნანახია 0 - ჯერ

NBA-ს პლეი-ოფის და პლეი-ინის ყველა მონაწილე ცნობილია

NBA-ს 2022-2023 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა, შესაბამისად, უკვე გაირკვა ყველა გუნდის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ პლეი-ოფში გავიდნენ და ასევე, პლეი-ინის მონაწილეებიც.

დასავლეთ კონფერენციიდან პლეი-ოფში ითამაშებენ:

„დენვერი“, „მემფისი“, „საკრამენტო“, „ფინიქსი“, „გოლდენ სტეიტი“ და „კლიპერსი“.

აღმოსავლეთ კონფერენციიდან უკვე პლეი-ოფში არიან:

„მილუოკი“, „ბოსტონი“, „ფილადელფია“, „კლივლენდი“, „ნიუ-იორკი“ და „ბრუკლინი“.

თითოეული კონფერენციიდან ორ-ორი გუნდის ვინაობა დარჩა გასარკვევი, ამიტომაც, პლეი-ინის მატჩები გაიმართება.

დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინის ნახევარფინალში „ლეიკერსი“ „მინესოტას“, „ნიუ ორლეანი“ კი „ოკლაჰომას“ გაეჯიბრება.

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინის ნახევარფინალში „მაიამი“ „ატლანტას“, „ტორონტო“ კი „ჩიკაგოს“ შეხვდება.

ამასთან, პლეი-ოფში მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა, რამდენიმე წყვილი ცნობილია.

დასავლეთ კონფერენცია

  • „ფინიქს სანსი“ - „კლიპერსი“
  • „საკრამენტო კინგსი“ - „გოლდენ სტეიტ უორიორსი“
  • „დენვერი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
  • „მემფისი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე


აღმოსავლეთ კონფერენცია

  • „კლივლენდ კავალიერსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“
  • „ფილადელფია“ – „ბრუკლინ ნეტსი“
  • „მილუოკი ბაქსი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე
  • „ბოსტონი“ - პლეი-ინის ერთ-ერთი მონაწილე


თავის მხრივ NBA-ს სეზონი უკვე დაასრულეს „დალასმა“, „იუტამ“, „პორტლენდმა“, „ჰიუსტონმა“, „სან ანტონიომ“ (დასავლეთ კონფერენცია), „ვაშინგტონმა“, „ინდიანამ“, „ორლანდომ“, „შარლოტმა“ და „დეტროიტმა“ (აღმოსავლეთ კონფერენცია).

თეგებიNBA

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059726