ფეხბურთი

1:25 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან პანუჩი: "კვარაცხელიას ლეაუ მირჩევნია"

„მილანის“, „რეალის“, „ინტერის“, „რომას“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „როსონერი“ გამოკვეთილი ფავორიტია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას რაფაელ ლეაუ ურჩევნია.

„ჩემი აზრით, „მილანი“ „ნაპოლის“ დაამარცხებს. ისინი კარგად გამოიყურებიან, მნიშვნელოვანია, რომ „სან სიროზე“ კარგად ითამაშონ კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად. ჟირუ შეიძლება გადამწყვეტი მოთამაშე იყოს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ძალიან განსხვავდება ჩემპიონატის შეხვედრებისგან, მაგრამ „მილანმა“ ნეაპოლში 4:0 მოგების შემდეგ დიდი თავდაჯერება მოიპოვა, რაც რა თქმა უნდა გამოადგება.

ლეაუსა და კვარას შორის, პორტუგალიელს ავირჩევ, რადგან ის უფრო მტკიცეა გუნდთან მიმართებაში, როდესაც თამაში მისდის, მთელ გუნდს ლიდერობს. იმაზე ფიქრი, რომ ფეხბურთელს არ სურს თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, იტალიური სისულელეა“, - თქვა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მეოთხედფინალური მატჩები 12-18 აპრილს გაიმართება.

0.117827