ფეხბურთი

11:32 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯმა რობერტსონს იდაყვი ჩაარტყა

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ენდრიუ რობერტსონი „არსენალთან“ მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.

სანამ შოტლანდიელი გასახდელში შევიდოდა, გვერდით მსაჯ კონსტანტინ ჰაცადაკისს ეკამათებოდა, რომელმაც ფეხბურთელს ყბაში იდაყვი უთავაზა. ამ საქციელმა რა თქმა უნდა, ყურადღება მიიპყრო.

როგორც ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, მსაჯის ქმედებას შეისწავლიან და არაა გამორიცხული, მას სანქციებიც დაეკისროს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110091