ჩრდილოეთ მაკედონიაში მოთამაშე გიორგი კორსანტია კარგ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების 25 წლის ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავისი გუნდის MVP გახდა. გოსტივარი 21 ტურში კოზუვს ესტუმრა და 87:94 წააგო, კორსანტიამ კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმართაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგიმ მოედანზე 37 წუთი გაატარა და 19 ქულა, 13 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაში წესები 5-ჯერ დაირღვა. კორსანტიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა.
21 მატჩიდან გოსტივარს 14 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 აპრილს, შინ, ფენიკსთან გამართავს.
GBF.GE