სხვა

0:09 | 10.04.2023 | ნანახია 0 - ჯერ

პარიზი რუბეს მონუმენტი ვან დერ პოელმა მოიგო

ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა პარიზი რუბეს ერთდღიანი მონუმენტური რბოლა მოიგო. მან ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა, რომელზეც ვერცერთმა მეტოქემ სათანადო პასუხი ვერ გასცა.

ვან დერ პოელი (ალპესინ-დესონინკი) იმ შვიდ ველომრბოლს შორის იყო, რომელმაც 257-კილომეტრიანი „ჩრდილოური ჯოჯოხეთის“ ბოლო 50 კილომეტრიანი მონაკვეთზე დაწინაურება შეძლო. შემდეგ კი, გადამწყვეტი შეტევა ქვაფენილიან სექცია კარფურ დე ლ’არბეზე დაიწყო.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანელი ჯონ დაგენკოლბი (ტიმ DSM) დაეცა და მთავარ მეტოქე ბელგიელ ვუტ ვან აერტს (ჯუმბო-ვისმა) ბორბალი დაეშვა. ამის შემდეგ, 28 წლის ვან დერ პოელმა ფეხს აუჩქარა და ველოდრომ ანდრე-პეტრიუზე პირველი შევიდა.

„ამაზე მეტის მიღწევა შეუძლებელია. როდესაც ვაე აერტს გავასწარი, მას თავი დახრილი ჰქონდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ მისი საბურავი დაეშვა. მაგრამ ეს ხომ რუბეა. აქ ძლიერი ფეხებია საჭირო და იღბალი“, - ამბობს გამარჯვებული.

მეორე ადილისთვის ბრძოლაში, მისმა ბელგიელმა თანაგუნდელმა იასპერ ფილიპსენმა, საფინიშო სპრინტში უკან მოიტოვა ვან აერტი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:36 | 26.05.2017
BATIGOLI 9. (4375)

უკანასკნელი გლადიატორი!

19:27 | 26.05.2017
Madness (331)

და შემდეგ ამერიკისკენ აიგებს გეზს

13:03 | 26.05.2017
ბაგი-რეი (2264)

კვეკვესკირზე დავწერ ორიოდე სიტყვას. ტრანსფერმარკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერ რომ 10.3 მილიონიანი აზერბაიჯანის მოწინავე გუნდიდან გადავიდა 9.5 მილიონიანი საშუალო დონის ყაზახურ გუნდში.
ჩემი აზრით რეგრესი არ არის. პირიქით, უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა და თუ მოინდომებს მეტადაც განვითარდება. დიდად არა მაგრამ...

12:36 | 26.05.2017
ტორნადო (128)

ედიდესი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში

0.072468