ფეხბურთი

11:00 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატრი: "მილანი" ლეაუსა და ტეოზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე "ნაპოლი" ოსიმენზე"

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ განაცხადა, რომ „მილანი“ რაფაელ ლეაუსა და ტეო ერნანდესზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენზე.

„მაქვს განცდა, რომ „მილანი“ ბევრად უფრო დამოკიდებულია ლეაუს და ტეო ერნანდესის თამაშზე, ვიდრე „ნაპოლი“ ოსიმენზე. თუ ლეაუს და ტეოს კარგი დღე არ აქვთ, „მილანს“ უფრო უჭირს, ვიდრე „ნაპოლის“ თუ ოსიმენს თამაში არ მისდის“, - თქვა მატრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, ნეაპოლში შედგება.

0.112632